
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე ახალი დარტყმები დააანონსა და განაცხადა, რომ შესაძლოა, "მთელი ცივილიზაცია" დაიღუპოს.
"მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით დაიღუპება და ვეღარასდროს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ირანში ხელისუფლებაში სხვა რეჟიმი მოვიდა "უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალური ადამიანებით“. ტრამპმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ "რაღაც ნამდვილად რევოლუციური მოხდეს".
„ამას დღეს საღამოს გავიგებთ, მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი!" - წერს ტრამპი.
6 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მთელი ირანი ერთ ღამეში გაანადგუროს და ეს შეიძლება 8 აპრილის ღამეს მოხდეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს