ტრამპი – ეს საშინელება იყო და მითხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა, რომელსაც 34 ადამიანი ემსხვერპლა და მას “საშინელი შეცდომა” უწოდა.
“მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს, ეს საშინელება იყო“, – აღნიშნა ტრამპმა მედიასთან საუბრისას.
ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობდა სიტყვა „შეცდომაში“, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “მათ (რუსებმა) შეცდომა დაუშვეს”.
“მე ასე მგონია. ჰკითხეთ მათ”, – აღნიშნა ტრამპმა.
გარდა ამისა, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ “ამ ომის გაჩაღება (რუსეთსა და უკრაინას შორის) არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“.
“მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანა არასოდეს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას”, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს