Logo

ტრამპი - ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ

მსოფლიო
354
Frontnews
ტრამპი - ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეს ამჟამად სრულად აკონტროლებს.

"ეს შესანიშნავი იდეაა, ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს არიან. მისი თქმით, თეირანს შეთანხმება სურს, თუმცა არა ისეთი, რომელსაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.

"მათ შეთანხმება სურთ, მაგრამ ისინი არ დადებენ იმ ტიპის შეთანხმებას, რომელიც, ჩემი აზრით, საჭიროა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ არ ცდილობს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა.

მისივე თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა.

"ჩვენ იქ ერთი მიზეზით ვართ – ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები