ტრამპი – უკმაყოფილო ვარ რუსეთის დარტყმებით კიევზე, ვლადიმერ, გაჩერდი!


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ კიევზე სარაკეტო დარტყმით. ის ომის დასრულებას ითხოვს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
“უკმაყოფილო ვარ რუსეთის დარტყმებით კიევზე. ეს არის ზედმეტი და ძალიან არადროული. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება!” – წერს ტრამპი.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია რომელ “ვლადიმერს“ მიმართავს – ვლადიმერ პუტინს თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.
რუსეთმა 24 აპრილს, ღამით კიევს დაარტყა. ამ დროისთვის ცნობილია რვა გარდაცვლილის და 90 დაშავებულის შესახებ.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს