Logo

ტრამპი ნავთობის ექსპორტის აღსადგენად "ჰორმუზის კოალიციის" შექმნას გეგმავს - ახალი ოპერაციის დეტალები

მსოფლიო
262
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნავთობის სრული ექსპორტის აღსადგენად ჰორმუზის სრუტის იძულებით გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ Axios წერს.

გამოცემის ოთხი წყაროს ცნობით, ტრამპი მუშაობს ქვეყნების კოალიციის შექმნაზე ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და იმედოვნებს, რომ ამის შესახებ უკვე ამ კვირაში გამოაცხადებს.

ტრამპი ასევე განიხილავს ირანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალის დაკავებას ხარგის კუნძულზე, თუ ტანკერები სპარსეთის ყურეში დაბლოკილი დარჩება.

15 მარტს Air Force One-ის ბორტზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "მოითხოვს" ნატოს ქვეყნები და სხვა ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, დაეხმარონ შეერთებულ შტატებს სრუტის უსაფრთხოებაში.

"ჩვენ სხვა ქვეყნებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სრუტეში წესრიგის დაცვის საკითხში თანამშრომლობის შესახებ და ვფიქრობ, კარგ პასუხებს ვიღებთ. ამას თუ გავაკეთებთ, ეს შესანიშნავი იქნება და თუ – არა, ესეც შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ შვიდ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ზოგიერთმა უკვე უარი თქვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისია „მცირე მასშტაბის იქნება“, რადგან ირანს "ძალიან მცირე ძალა“ დარჩა.

15 მარტს ტრამპმა ეს საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთანაც განიხილა.

"ეს იყო დიპლომატიის დატვირთული შაბათ-კვირა აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს, ასევე სპარსეთის ყურისა და აზიის ქვეყნებს შორის. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანია პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ჰორმუზის სრუტეში მოკავშირეებისგან“, - აცხადებს Axios-ის წყარო.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მათგანი თეთრი სახლის იდეის მხარდაჭერას უკვე ამ კვირაში გამოაცხადებს და შეიქმნება ის, რასაც აშშ "ჰორმუზის კოალიციას" უწოდებს.

ქვეყნებს შესთავაზებენ სამხედრო ხომალდების, სამეთაურო და საკონტროლო სისტემების, დრონების და სხვა სამხედრო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფას.

ჰორმუზის სრუტეს გლობალური ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 2025 წლის მდგომარეობით, სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. შედარებისთვის, ალტერნატიული სახმელეთო მილსადენების საერთო გამტარუნარიანობა მხოლოდ 3 მილიონი ბარელია. გარდა ამისა, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირება რეგიონიდან მთლიანად საზღვაო გზით ხდება. სრუტიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობის 85 %-ზე მეტი პირდაპირ აზიის ბაზრებზე - კერძოდ, იაპონიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში იგზავნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები