Logo

ტრამპი - რეზერვების შევსების პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია აშშ-ის ხალხისთვის

მსოფლიო
486
Frontnews
ტრამპი - რეზერვების შევსების პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია აშშ-ის ხალხისთვის

ვენესუელის ნავთობით სტრატეგიული ეროვნული რეზერვების შევსებას ვაპირებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვაპირებ ვენესუელის ნავთობით, არის სტრატეგიული ეროვნული რეზერვების შევსება, რომლებიც "მძინარა ჯო" ბაიდენის გამო ფაქტობრივად დაცარიელებული იყო. რეზერვების შევსების პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისთვის”, – წერს ტრამპი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ვენესუელასთან ნავთობის "ისტორიულ“ შეთანხმებას მიაღწია. ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი ამერიკის ნავთობის მარაგებს და მიწოდებას გაზრდის და ბენზინის ფასებს შეამცირებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები