ტრამპი - სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა

ავტორი
Frontnews საქართველო
სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, – ამის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთის დიზელის საწვავის გადამმუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული.
"ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო ზარალდება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად, სამხედროები, იღუპებიან. რა სამწუხაროა!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
თაგები:
დონალდ ტრამპი




