Logo

ტრამპი წიაღისეულის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

უკრაინა
1 დღის წინ / 06:50
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე მას შემდეგ, რაც მას უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს ხელი. ის მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე ინვესტიციას ჩადებს.

როდესაც ტრამპს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ამ შეთანხმებას პუტინის „შეკავება“, მან უპასუხა: “შეიძლება“.

“დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ თეორიულად 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს მივიღებთ, მაგრამ მე დაცულობა მინდოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ეს არის თანხა, რომელიც მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა, უკრაინას ნაღდი ფულით და სამხედრო აღჭურვილობით გადასცა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ევროპასთან შედარებით გაცილებით მეტი დახმარება გაუწია.

ტრამპის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვედრის დროს უთხრა, რომ „ძალიან კარგი იქნებოდა“, თუ ის შეთანხმებას მოაწერდა ხელს, რადგან „რუსეთი გაცილებით დიდი და ძლიერია“.

უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც შეთანხმება უკრაინის წიაღის შესახებ. ამ შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები მიიღებს წვდომას უკრაინის რესურსებზე, მაგრამ კონტროლი უკრაინას დარჩება.

ასევე, შეერთებულ შტატებთან ერთად შეიქმნება უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი. მისი მართვა 50/50-ზე გადანაწილდება და არცერთ მხარეს არ ექნება დომინანტური ხმა.

უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის იულია სვირიდენკოს განცხადებით, ეროვნული საკუთრება დაცულია, ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში; ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის შეთანხმება რატიფიცირებული უნდა იყოს უმაღლესი რადას მიერ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები