Logo

ტრამპი - უიტკოფი და კუშნერი კიევსა და მოსკოვში ომის დასრულების წინადადებას წარადგენენ

უკრაინა
240
Frontnews
ტრამპი - უიტკოფი და კუშნერი კიევსა და მოსკოვში ომის დასრულების წინადადებას წარადგენენ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინასა და რუსეთს ომის დასრულების წინადადებას წარუდგენენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"მათ მიაქვთ წინადადება ომის დასრულების შესახებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის აგზავნის "შესანიშნავ მომლაპარაკებლებს“ ​​უიტკოფსა და კუშნერს, რათა გაარკვიონ, არსებობს თუ არა "რაღაცის მიღწევის“ გზა და ვარაუდობს, რომ "ამის გაკეთების დიდი შანსია".

"ჩვენ გვაქვს მშვიდობის იდეა. შეხედეთ, ბოლოდროინდელი ომების უმეტესობა, უფრო რთული იყო, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი. რუსეთსა და უკრაინას შორის ომში პიროვნული საკითხია. არიან პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი პუტინი. მათ ნამდვილად სძულთ ერთმანეთი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა და აღნიშნა, რომ ამისთვის არანაირი აღიარება არ მიუღია.

"მივიღე თუ არა ნობელის პრემია? არა, თუმცა ადამიანმა, ვინც ის მიიღო, საკმარისი თავაზიანობა გამოიჩინა, რომ ჩემთვის გადმოეცა. მან თქვა: "ნობელის პრემიის ისტორიაში არავინ იმსახურებს მას თქვენზე მეტად", - განაცხადა ტრამპმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები