Logo

ტრამპი - უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია და შეიძლება, უფრო შორსაც წავიდეს

უკრაინა
209
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყველა შანსი, დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია თავდაპირველი საზღვრების ფარგლებში.

"უკრაინას და რუსეთში არსებული სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის გაცნობისა და სრულად გაგების შემდეგ, ასევე იმ ეკონომიკური სირთულეების დანახვა, რასაც ეს რუსეთს უქმნის, მე მჯერა, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, მზადაა იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია თავდაპირველი საზღვრების ფარგლებში. დროის, მოთმინებისა და ევროპის, განსაკუთრებით კი ნატოს ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, თავდაპირველი საზღვრების აღდგენა, სადაც ეს ომი დაიწყო, სრულიად შესაძლებელია. რატომაც არა?“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რუსეთი სამწელიწად-ნახევარია უაზრო ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

"როდესაც მოსკოვისა და რუსეთის ყველა დიდი ქალაქის, დაბისა და რაიონის მცხოვრებლები გაიგებენ, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ ომში, გააცნობიერებენ, რომ საწვავის მიღება თითქმის შეუძლებელია გრძელი რიგების გამო და ომის ეკონომიკის ყველა სხვა პრობლემას წააწყდებიან, სადაც ფულის უმეტესი ნაწილი უკრაინასთან ბრძოლაში იხარჯება, რომელსაც დიდი სული აქვს და მხოლოდ ძლიერდება, უკრაინა შეძლებს თავის ქვეყანას დიდება დაუბრუნოს და ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო შორს წავიდეს!“ - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი უზარმაზარი ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას. ის მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინის მოქმედების დროა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ნატოს იარაღის მიწოდებას, რათა ნატომ შეძლოს მისი გამოყენება ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

Advertisement