ტრამპი - ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინამ მოსკოვს არ უნდა დაარტყას.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვზე დარტყმა. "არა, მან მოსკოვს არ უნდა დაარტყას“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ადრე Financial Times-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს, თითქოს მოუწოდა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების გაძლიერებისკენ და იკითხა, შეძლებდა თუ არა კიევი მოსკოვზე დარტყმას. ზელენსკიმ კი ტრამპს უთხრა, რომ ასეთი დარტყმები შესაძლებელი იყო, თუ მათ შესაბამისი იარაღი ექნებოდათ.
გამოცემის წყაროების ცნობით, ეს საუბარი 4 ივლისს შედგა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ ამერიკელმა ლიდერმა „უბრალოდ დასვა კითხვა“ და არ მოუწოდა მკვლელობისკენ. მისი თქმით, ტრამპი მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მკვლელობების შესაჩერებლად.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს