Logo

ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეწყვიტოს

უკრაინა
218
Frontnews
ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტაქტიკა უნდა შეცვალოს.

მისი თქმით, ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთის ტერიტორიაზე დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები, რადგან ეს მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს.

"ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს – მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება. მას შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან ის დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს“, – განაცხადა ტრამპმა.

აგვისტოში, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ტალღა განხორციელდა.

ერთ-ერთი ბოლო სამიზნე იყო სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელსაც წელიწადში თითქმის 5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, თუმცა დრონებით დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ობიექტის დაზიანება დაადასტურა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობგადამუშავება ომამდელი მოცულობის დაახლოებით 30%-ს დაკარგავს და აღდგენას სულ მცირე წელიწად-ნახევარი დასჭირდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები