ტრამპი - ჩვენ კვლავ ვუზიარებთ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენ კვლავ ვუზიარებთ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის განცხადებით, აშშ ომის დასასრულებლად მუშაობს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან.
"ჩვენ ვეხმარებით მათ, ნამდვილად ვეხმარებით მათ საბოლოო პასუხის მიღებაში. ჩვენ გვინდა, ომი დასრულდეს. ვეხმარებით მათ და ვუზიარებთ სადაზვერვო ინფორმაციას. ჩვენ ვმუშაობთ მათთან და რუსეთთან, რათა ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
"ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტით დაემუქრა.
თაგები:
დონალდ ტრამპი




