
ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან დავით ვერავასთან, მერის პირველ მოადგილე ბესო ფარცვანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში დევნილ მოქალაქეებს შეხვდა, სადაც მათ საჭიროებებს გაეცნენ და აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ქალაქ ჯვარში, სარალიძის ქუჩა N1-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
მოსახლეობასთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს