Logo

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა

რეგიონები
204
Frontnews
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე  ცოტნე შონიასთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა. მერმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა და დღევანდელი დღე მიულოცა. 

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში დღეის მდგომარეობით 31 მოზარდი გადის უფასო თერაპიის კურსს.

აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.

თაგები:

წალენჯიხა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები