Logo

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

რეგიონები
105
Frontnews
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამბულატორია ოთხი სოფლის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ადგილზე მიაწვდის. მისი თქმით, ახალი ამბულატორიის ამოქმედებით გაიზრდება სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა.

სარჯველაძის თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ საჩინოს ამბულატორია კუხეშის, საჩინოს, ზემო საჩინოსა და ნაგურუს მოსახლეობას მოემსახურება. ჯამში, სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით 1 700-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები