წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ფოთის ქუჩაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და საკრებულოს წევრთან გიორგი ქარდავასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, გზაზე ასფალტის საფარი იგება, ასევე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ცხაურები და ეზოსთან მისასვლელები მოეწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
თაგები:
წალენჯიხა




