
ავტორი
Front News საქართველო
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოების ფარგლებში უკვე ჩამოტანილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, რომლის დაგების პროცესიც დაიწყება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ქარდავასთან ერთად სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს