წეროვანში დაშავებული სამხედროების შვილებს უმასპინძლეს


ავტორი
Front News საქართველო
დაბა წეროვანაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებასთან ერთად,
დაშავებული სამხედროების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ბავშვებისთვის სპეციალურად მოწვეულმა „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითმა გუნდმა მათ პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით საზეიმო განწყობა შეუქმნა. წარმოდგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯარისკაცების შვილები, რომლებმაც სტუმრებთან ერთად იმხიარულეს.
საღამო “მხიარული სტარტებით“ გაგრძელდა, რომელშიც 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით ყველა მონაწილეს სიგელები და საჩუქრები გადაეცა. ბავშვებს ბაზაზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.
თაგები:
წეროვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს