წეროვანში ღია კარის დღე გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწვეულმა გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში “მხიარული სტარტებიც” მოეწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.
თაგები:
წეროვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს