Logo

ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

პოლიტიკა
294
Frontnews
ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№9 – „ძლიერი საქართველო - ლელო”;
№41 – ქართული ოცნება.

აღნიშნულ სუბიექტებს კანდიდატების წარდგენისთვის ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა (3 სექტემბერი) აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ.

ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები