Logo

ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
42
Frontnews
ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. მან დმანისისა და წალკის საოლქო საარჩევნო კომისიებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, რომლებსაც აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიები 3 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ახორციელებენ. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან სხვადასხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილა.

მსგავსი ტიპის შეხვედრები 3 ოქტომბრის არჩევნებამდე კვლავ გაგრძელდება და ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ახმეტის, ვანის, წალკისა და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას შუალედური არჩევნებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

თაგები:

ცესკო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები