წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი


ავტორი
Front News საქართველო
კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაპირისპირების შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია ორი ადამიანია. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზვიად ზვიადაურია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ დაიწყო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილი, რომელშიც მოკლულები თელავის საავადმყოფოსთან ნახეს, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მიიყვანა.
წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს
