Logo

წინასწარი შედეგებით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი 35.3%-ით ლიდერობს

მსოფლიო
142
Frontnews
წინასწარი შედეგებით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი 35.3%-ით ლიდერობს

ბულგარეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ამჟამინდელი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ლიდერობს.

Alpha Research-ის ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, საღამოს 7:00 საათის მდგომარეობით, იოტოვამ ხმების 35.3% მიიღო. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი ხმათა 32.4%-ით. მესამე ადგილს კი პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ვაზრაჟდანეს“ ლიდერი კოსტადინ კოსტადინოვი იკავებს ხმების 12.6%-ით.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა 19:00 საათის მონაცემებით დაახლოებით 22.3% იყო.

 

თაგები:

ბულგარეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები