Logo

ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

საზოგადოება
685
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

 

ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

 

თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები