Logo

ცოტნე ანანიძე - რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

პოლიტიკა
292
Frontnews
ცოტნე ანანიძე - რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ მედიასთან განაცხადა.

ანანიძე, ასევე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აქციებზე დაკავებულთა შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს.

“ცხადია, რომ რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, სხვათა ბედი მათთვის მხოლოდ იარაღია და ციხეში ყოფნა სასურველი ფონი, რის გამოც პირდაპირ და არაპირდაპირ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა”, - წერს ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები