
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღეზე, სამებაში განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ცოტნე ივანიშვილმა აქციების დროს დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ვერაფერს იტყვის აღნიშნულ საკითხზე, რადგან ეს საკითხი შესაბამისი სტრუქტურების პრეროგატივაა.
„მეც განვიცდი ამ ფაქტებს. ამის იქით ეს არ არის ჩემი განსასჯელი, ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამ ფაქტებზე მე წუხილს განვიცდი. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ამასთან, მას კითხვა დაუსვეს, როგორია მისი პოზიცია, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ითხოვენ.
"ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება უკვე მტკიცედ დგას ამ ყველაფრის წინაშე და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
თაგები:
ცოტნე ივანიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს