
ავტორი
Front News საქართველო
იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხვდები, სიახლეებს ვერ ვხედავ, მე 2016 წელს ვხედავ, პლუს "თავისუფლების მოედანი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გაერთიანებაში ის ჩანს, რომ პასუხისმგებლობები პროცესებზე საერთო იქნება.
"იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხვდები. მე სიახლეებს ვერ ვხედავ, მე 2016 წელს ვხედავ, პლუს "თავისუფლების მოედანი". ჩემთვის ეს ახალი არ არის, ეს იგივეა დაახლოებით ისეთი, როგორიც წინააღმდეგობის ფრონტი იყო და ბევრი სხვა, ექვს თვეში ერთხელ რომ ახლდება.
უფრო მეტად გასაგები იქნებოდა, ყოფილიყო, რომ ერთად გავდივართ არჩევნებზე და ერთიან პარტიად განგვიხილეთო, მაგრამ ასე არ არის. უფრო მეტად ჩანს, რომ მოსწონთ ერთმანეთი, ვიდრე აქამდე და საერთო პასუხისმგებლობას იღებენ პროცესებზე. თამასა შედარებით აიწია ნარატიულად, ვიდრე წინაზე. აქამდე ისე რომ იშლებოდა, რომ ვერ ვიგებდით, აწი გვეცოდინება", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტიაა გაერთიანებული. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.
თაგები:
ცოტნე კობერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს