ცოტნე კობერიძე - რეჟიმი თვლის, რომ ახლა აქვთ დრო, რომ ბოლომდე გავიდნენ, ერთადერთი გამოსავალი არის ადამიანების მეტი ჩართულობა

ავტორი
Front News საქართველო
თუ ადამიანები ამ ვითარებას მხოლოდ ტელევიზორებიდან უყურებენ, მაშინ ჩვენ გაცილებით მეტი პრინციპული ადამიანის ცუდ ცხოვრებას ვიხილავთ, ვიდრე გვინახავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი პროტესტის ჩახშობაა.
"ამათი მიზანი, ცხადია, პროტესტის გაჩერება და მინიმუმამდე დაყვანაა. დღეს ციხეში მიჰყავთ ყველაზე გამორჩეული და პრინციპული ადამიანები და იმედაც ასეთი პრინციპული ადამიანია, რომელმაც საკუთარი პრინციპები სასამართლო პროცესებზეც დააფიქსირა და მას პატიმრობა მიესაჯა. არ ვიცით, ეს პროცესები სადამდე გაგრძელდება, მაგრამ ცხადია, რეჟიმი თვლის, რომ ახლა აქვთ დრო, რომ ბოლომდე გავიდნენ, რთული ვითარებაა და ერთადერთი გამოსავალი, რაც აქ იქნება, არის ადამიანების მეტი ჩართულობა.
თუ ადამიანები ამ ვითარებას მხოლოდ ტელევიზორებიდან უყურებენ, მაშინ ჩვენ გაცილებით მეტი პრინციპული ადამიანის ცუდ ცხოვრებას ვიხილავთ, ვიდრე გვინახავს", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:
ცოტნე კობერიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


