
ავტორი
Front News საქართველო
თავიდან ამ კომისიაზე გვეცინებოდა, სიცილში მივედით იქამდე, რომ პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დაპატიმრებული იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავის უნდა ეგონოს, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ჯარიმა ვინც გადაიხადა, მათ არ დააპატიმრებენ.
"თავიდან ამ კომისიაზე გვეცინებოდა, სიცილში მივედით იქამდე, რომ პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დაპატიმრებული იქნებიან. ვინც გადაიხადა ჯარიმა, არ გვეგონოს, რომ მათ ციხე ასცდებათ. ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით.
ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს, რა ტიპის პოლიტიკოსი გამოიძერწოს მისგან. ზურა ჯაფარიძის მთავარი პლუსი ისაა, რომ უკომპრომისოა მსგავსი ტიპის საკითხებში.
მთავარი, რაც მაწუხებს არის ის, რომ უკვე რაც მოვიპოვეთ, ის არ გავაქარწყლოთ. ახლა, როცა იმედგაცრუებებია, დავინახე, რომ ერთმანეთის მიმართ რაღაც წყენა გაჩნდა, მერე ეს გადასულა კონფლიქტში. ვინც გასაბრაზებელია, იმაზე უნდა გაბრაზდე ყოველთვის და ერთმანეთში გასაბრაზებელი რა გვჭირს. არავინ არ დაბადებულა იმ ფორმულით თუ როგორ იცვლება ტოტალიტარული რეჟიმები. ჩვენ ამ პროცესში ვართ, თან ვსწავლობთ და ყველა ერთნაირად ვართ ჩართული", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
თაგები:
ცოტნე კობერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს