
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ესტუმრნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების წყალტუბოს ცენტრის მედპერსონალს, შსს-ს წყალტუბოს სამმართველოს პირად შემადგენლობას, დაცვის პოლიციას, საავადმყოფოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალტუბოს განყოფილების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის.
"დიდთოვლობის გამო გვაქვს გარკვეული გამოწვევები. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ყველა უწყებას, ვინც ასეთ რთულ ვითარებაში ერთგულად ემსახურება ქვეყანასა და ხალხს. მინდა, მშვიდობა ვუსურვო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყებას“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს