Logo

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ლატვიის დელეგაცია მიიღო

პოლიტიკა
843
Frontnews image description

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა ლატვიის დელეგაცია მიიღეს.

 

შეხვედრა წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG წყალტუბო) ინიციატივით გაიმართა და მიზნად სამომავლო პერსპექტივების განხილვას ისახავდა.

 

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლატვიას შორის მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივ ტრადიციას. ისაუბრა წყალტუბოს განვითარებისთვის ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობასა და ინოვაციური პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.

 

სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაციები წყალტუბოს ტურისტული პოტენციალისა და LAG წყალტუბოს მიერ განხორციელებულ პროექტებს შესახებ.

 

დელეგაციის წევრებს LAG წყალტუბოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები LAG წყალტუბოს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქობულაძემ გააცნო.

 

წყალტუბოში ვიზიტის ფარგლებში, LAG წყალტუბოს და ლატვიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის “Lauku Partneriba Selija” წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები