
ავტორი
Front News საქართველო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, 21 მარტი წყალტუბოში ტრადიციულად, ინკლუზიურ ცენტრში აღინიშნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღინიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება, ერთობლივი ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში ამჟამად 17 ბავშვი სწავლობს, აქედან 2 დაუნის სინდრომის მქონეა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს