წყალტუბოში დედის დღე გმირების დედებს მიულოცეს
საზოგადოება
03.03.2022 / 16:52


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა 2008 წლის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცეს.
“მამუკა სამაკაშვილი, მამია ფანცულაია, რომა უგრეხელიძე, ფილიპე მგალობლიშვილი ის ქართველი ვაჟკაცები არიან, რომლებიც წყალტუბოდან წავიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში და გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ვულოცავ ამ ვაჟკაცების დედებს, მეუღლეებს დედის დღეს, ძნელია მათი ხვედრი, და დიდი პასუხისმგებლობაა იყო გმირის დედა და ოჯახის წევრი. ჩვენი ქვეყნის დედებს ვულოცავ დედის დღეს, ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერ დედობას“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
თაგები:
წყალტუბო