
ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი ეწყობა.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ქალქის N2 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მერთან ერთად N 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ა(ა)იპ “საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველი გიორგი იობიძე.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განახლება და კეთილმოწყობა თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ან N 2 საბავშვო ბაღის ფასადის განახლება, ასევე შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეზოს ნაწილობრივი კეთილმოწყობა.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 127 ათასი ლარია გამოყოფილი
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს