წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.
ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს.
თაგები:
წყნეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს