Logo

თსუ-ის რექტორმა და პროფესორებმა უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები ყვავილებით შეამკეს

საზოგადოება
321
Frontnews image description

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით, რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა თსუ პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა. 

თაგები:

თსუ
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები