Logo

“თსუ” სუპერთასის გამარჯვებულია

საზოგადოება
226
Frontnews image description

ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში “თსუს” და “ქუთაისი 2010”-ის დაპირისპირება "თსუს" გამარჯვებით დასრულდა.

"თბილისი არენაზე" გუნდებს შორის თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რის გამოც მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

დრამატულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც 3 დამატებითი ტაიმი დაინიშნა.

დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თუმცა უნივერსიტეტის გუნდმა მესამე ოვერტაიმში სადავეები ხელში აიღო, მოწინააღმდეგე დაამარცხა და სუპერთასს დაეუფლა.

ტაბლოზე საბოლოო ანგარიშად 104-113 დაფიქსირდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ქუთაისის შემადგენლობაში მყოფი გიორგი სულაბერიძე გახდა. მან “თსუს” 27 ქულა ჩაუგდო.

Advertisement