Logo

წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

სამხედრო
138
Frontnews image description

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულებს ფიცის დადება თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება.

დღეიდან წვევამდელები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები