Logo

თურქეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი იმყოფებოდა

მსოფლიო
170
Frontnews image description

კერძო თვითმფრინავთან, რომლის ბორტზე ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი მოჰამედ ალი აჰმედ ელ-ჰადადი იმყოფებოდა, კავშირი დაიკარგა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავი ანკარას აეროპორტიდან ადგილობრივი დროის 08:10 საათზე აფრინდა, კავშირი კი 08:52 საათზე შეწყდა.

როგორც მან აღნიშნა, თვითმფრინავმა საგანგებო დაშვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ მასთან  კონტაქტი აღარ აღდგენილა.

ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი.

იერლიკაიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს.

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი დაიღუპა.

ლიბიის არმიის გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი დღეს ანკარაში იმყოფებოდა, როგორც თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური სტუმარი. დღესვე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი მიიღო.

მოჰამედ ალი აჰმედ ელ-ჰადადი ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მთავარ ფიგურად ითვლება. ის ლიბიაში მიმდინარე პოლიტიკური და ინსტიტუციური განხეთქილების ფონზე სამხედრო სტრუქტურების კოორდინაციაშია ჩართული. საერთაშორისო დონეზე, ელ-ჰადადი რეგულარულად მონაწილეობდა მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ კონტაქტებში უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის, პერსონალის მომზადებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვებში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები