Logo

ტუსკი - დიდი ხანია, გვაქვს ეჭვები, რომ ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის საბჭოს სხდომის შესახებ ყველა დეტალს აწვდის

მსოფლიო
188
Frontnews image description

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გარემოცვა კრემლს ევროკავშირის საბჭოს სხდომების შესახებ დეტალურ ანგარიშებს აწვდის. რუსეთთან ასეთი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ევროპელი ლიდერებისთვის გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უნგრეთის მხარე მოსკოვს ევროკავშირის შიდა დისკუსიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებების შესახებ ეჭვები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.

"ის ამბავი, რომ ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის საბჭოს სხდომის შესახებ ყველა დეტალს აწვდის ინფორმაციას, გასაკვირი არ უნდა იყოს. ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს ამის შესახებ ეჭვები“, - განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, სწორედ ინფორმაციის გაჟონვის რისკის გამო ცდილობს შეხვედრების დროს მაქსიმალურად თავშეკავებული იყოს და მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებლობის შემთხვევაში გამოთქვას საკუთარი აზრი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები