Logo

ტუსკი - რუსეთი ომის სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება, ეს შემოდგომა-ზამთარი გადამწყვეტი იქნება

უკრაინა
64
Frontnews
ტუსკი - რუსეთი ომის სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება, ეს შემოდგომა-ზამთარი გადამწყვეტი იქნება

არსებობს ნიშნები, რომ აგრესორი სერიოზულად ემზადება ესკალაციისთვის. მომდევნო შვიდი-რვა თვე შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს უკრაინის, პოლონეთის და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"მომდევნო 7-8 თვე კრიტიკული იქნება უკრაინის, პოლონეთისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ემზადება დაძაბულობის ესკალაციისთვის - როგორც უკრაინასთან ომში, ასევე მთელ რეგიონში და რომ ეს შემოდგომა და ზამთარი რუსეთისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს“, - განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, მოვლენების შესაძლო განვითარება მაქსიმალური სერიოზულობით უნდა იყოს აღქმული.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა და მედიის ცნობით, კრემლი უკრაინაში ვითარების ესკალაციის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ომის შემდგომ ესკალაციას არ გამორიცხავს და ზოგიერთი ოფიციალური პირი უკვე განიხილავს ბირთვული იარაღის უკიდურეს საშუალებად გამოყენების შესაძლებლობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები