ტუსკი - ვერავინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში ჩვენი უსაფრთხოებაა

ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში, პირველ რიგში, თავად პოლონეთის უსაფრთხოებას ემსახურება.
"შეიძლება მსჯელობა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, მაგრამ ვერავინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში ჩვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ ამას საკუთარი თავისთვის, პოლონელი კაცებისა და ქალებისთვის ვაკეთებთ და არა სხვისთვის. თქვენ იცნობთ ამ ძალებს, ამ პოლიტიკურ პარტიებს, ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ, პოლონეთი და პოლონელები დაარწმუნონ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ევროპაა, ჩვენი მტერი უკრაინაა, ევროკავშირი საჭირო არ არის და, რომ, გერმანია ყველაზე დიდი მტერია. ისინი რატომღაც ივიწყებენ რუსეთს, ამ საშიშ მეზობელს, რომელიც ომს ჩვენი საზღვრების მიღმა აწარმოებს და ზოგჯერ ეს ომი ჩვენს საზღვრებამდეც აღწევს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, ღალატმა, სისულელემ და ბინძურმა გარიგებებმა ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება შეასუსტონ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა აღლუმზე.
პოლონეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.
თაგები:
დონალდ ტუსკი




