თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ "ფორმულა" დატოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტები და გადაცემა "ფორმულას დღის“ წამყვანები თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე ტელეკომპანია "ფორმულის“ მაყურებელს დაემშვიდობნენ. ისინი ტელეარხს ტოვებენ.
მათ მადლობა გადაუხადეს ტელეარხს, მაყურებელსა და გუნდს, რომელიც მათთან ერთად მუშაობდა.
"გვიჭირს "ფორმულასთან" გამომშვიდობება, ჩვენს შემთხვევაში პერსონალურმა მიზეზებმა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა“, - აღნიშნეს წამყვანებმა.
ბაკურიძე და ჩიხლაძე „ფორმულაზე“ ბოლო ოთხი წელი მუშაობდნენ. ბოლო პერიოდში ნათია ზოიძე იყო მათი ერთობლივი გადაცემის „ფორმულას დღის“ პროდიუსერი. მანამდე სამივე მათგანი „TV პირველში“ მუშაობდა.
ბაკურიძე „TV პირველში“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ გადავიდა, ჩიხლაძე კი „იმედიდან“ წასვლიდან რამდენიმე თვეში.
თაგები:
ფორმულა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს