Logo

თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სამართალი
392
Frontnews image description

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ დროის მონაცემებით, 10 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ადმინისტრაციული წესით დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები - გიორგი დუმბაძე, მარიამ მეყანწიშვილი და დათუნა დანელია.

აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.

თაგები:

დაკავება
Advertisement