Logo

უჩა ნანუაშვილი – ეს სიუჟეტი არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული, ორიგინალში სრულიად სხვა რამეზეა საუბარი

პოლიტიკა
24.04.2025 / 12:02
Frontnews image description

თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობ “მაიდანს საქართველოში. სინამდვილეში, ეს სიუჟეტი არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული, ორიგინალში სრულიად სხვა რამეზეა საუბარი, – ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსულ არხზე გასულ სიუჟეტში ე.წ. “ტიტუშკების” ქმედებებზე საუბრობს აქციების დროს.

“უფლებების დაცვის გამო, ორჯერ ვიყავი დაკავებულიც და არაერთხელ მიმდინარეობდა ჩემზე თვალთვალიც სხვადასხვა პერიოდში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 29 წლის განმავლობაში მე ვახერხებდი და ვაგრძელებ მოქალაქეების დახმარებას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში და გასაგებია, რომ ხელისუფლება არასდროსაა კმაყოფილი უფლებადამცველების მუშაობით, რადგან ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად, აწუხებს ხალხს.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ. მთავარი ფოკუსი იყო უფლებებისა და კანონების დაცვა.

ბოლო დღეებია, ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტები, რასაც მოჰყვა პუტინის, დუგინის და გავრილოვის ფანების ჟრიამული, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობ “მაიდანს საქართველოში”. სინამდვილეში, ეს სიუჟეტი არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული, ორიგინალში სრულიად სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს ე.წ. “ტიტუშკების” დროს ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, წამებაში. სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობდი, რომ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს. სწორედ ამ ძალებზეა საუბარი იმ სიუჟეტში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

Advertisement