
ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ ქვეყანაში დაუსჯელობა გრძელდება, არ რჩება შეუმჩნეველი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც, რაც აისახება მათ საქმიანობაში, - ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არ დარჩა ჯგუფი, რომელიც ზეწოლის მსხვერპლი არ არის.
"ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რეპრესიები იზრდება, პრაქტიკულად, ყველა ორგანიზაცია, ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი არის ზეწოლის ქვეშ.
ის, რომ ქვეყანაში დაუსჯელობა გრძელდება, ეს არ ხდება შეუმჩნეველი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც, რაც აისახება მათ საქმიანობაში. ისინი ასახავენ დეტალურად იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია შექმნილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოშია და შეხვედრებს მართავს.
თაგები:
უჩა ნანუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს