უჩა ნანუაშვილი - სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ის, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა ამის შესახებ, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდნენ ჩართული

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ის, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა ამის შესახებ, უკვე იქნებოდა განცხადებები გაკეთებული, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდნენ ჩართული, - ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოსგან დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
"სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ის, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა ამის შესახებ, უკვე იქნებოდა განცხადებები გაკეთებული, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებოდნენ ჩართული და უკვე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ქართველი აქტივისტის უფლებების შელახვის შესახებ.
ჩვენ აქამდე ვერ მოვისმინეთ რაიმე მსგავსი განცხადება. ვნახეთ, რომ ყელში ამოუვიდა საოკუპაციო რეჟიმს ის მცირე კრიტიკაც კი, რომელიც გაისმის რეგიონში განსაკუთრებით ახლა და მით უმეტეს, ცოტა სასაცილოა, თამარს შეედავო ჯაშუშობაზე, როდესაც ის ასევე აკრიტიკებს ქართულ ხელისუფლებას, ქართულ მხარეს იმ გულგრილობის გამო, იმ არაეფექტური პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ახორციელებს კონკრეტულად ცხინვალთან დაკავშირებით და ახალგორელთა უფლებების დაცვის კუთხით, რომ რეალურად, არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. მას ჯაშუშობას ედავებიან და 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
უჩა ნანუაშვილი




