უილიამ ბერნსი – ვერ ვხედავთ, რომ ჩინეთის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა ინფორმაცია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო მიწოდების შესახებ ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის პოზიციის ცვლილების გამო, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.
უილიამ ბერნსის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუშალოს ჩინეთის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში.
“ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვერ ვხედავთ ფაქტობრივად ლეტალური იარაღის მიწოდების მტკიცებულებებს. ამიტომ ბლინკენმა და პრეზიდენტმა მკაფიოდ გააკეთეს განმარტებები ასეთი ნაბიჯის შედეგებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერნსმა.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
“არ არსებობს არცერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც უკრაინაში პუტინის გამოცდილებას, ომის განვითარებას უფრო ყურადღებით ადევნებდა თვალს, ვიდრე სი ძინპინი. ვფიქრობ, ის ბევრ რამეში იყო დაბნეული და გამოფხიზლებულია იმით, რაც დაინახა”, – განაცხადა ბერნსმა.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს