Logo

უილსონი - რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, MEGOBARI act საჭიროა

პოლიტიკა
307
Frontnews image description

რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, MEGOBARI act საჭიროა!, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.

მისივე თქმით, ანტი-ამერიკულმა "ქართული ოცნების“ რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.

"ანტი-ამერიკულმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უკანონო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. რეჟიმი სიტყვის თავისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, რათა ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვის თავის მიზანს უფრო მიუახლოვდეს. MEGOBARI act საჭიროა!!”, -  წერს ჯო უილსონი.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.

თაგები:

ჯო უილსონი
Advertisement